ინტელის პროექტის მიხედვით:
21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევები
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და
გამომგონებლობა
● მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
● ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
● შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური
და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა
და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
● სხვადასხვა
ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● საერთო
მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის
ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
● ინფორმაციაზე
წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.
მედიაწიგნიერება
● მედიაგზავნილების
შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების
ცოდნა;
● მესიჯების
ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში
ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის და რწმენაზე თუ ქცევაზე
მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;
● ინფორმაციის
ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
● ციფრული
ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება
ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება
ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
● ტექნოლოგიის
გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის
საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების
საფუძვლიანი ცოდნა.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
● განსხვავებულ
როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
● გაურკვეველ
სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
● საკუთარი
სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
● უნარ-ჩვევების
განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს
ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
● ინიციატივის
გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
● დავალებების
განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
● დროის
და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
● უწყვეტი
განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
● ადეკვატურად
და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
● მოსაზრებებისა
და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
● კულტურული
განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა
და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
● მაღალი
სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად
შესრულებისათვის;
● გულმოდგინებისა
და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
● ინტერპერსონალური
და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების
მისაღწევად;
● ჩართული
მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
● ერთიანობისა
და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
● ფართო
საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.