- შედეგების შეჯამება
- შთაბეჭდილებების დღიურის შევსება
- სლაიდშოუს გაკეთება
- პრეზენტაცია კლასის,მშობლებისა და პედაგოგების წინაშე
- მასალების განთავსება ბლოგზე
- სიგელების გადაცემა
სლაიდშოუ პროექტის შესახებ
суббота, 2 ноября 2013 г.
პროექტის დასასრულს
პროექტზე მუშაობის დროს
- ექსკურსია ბოლნისის სიონში
- უძველესი ქართული წარწერების ნახვა და ფოტო-გადაღება
- ამ წარწერების გაშიფრვა და მხედრულით დაწერა
- მოსწავლის ნაწერის შედარება მეცნიერთა გაშიფრულ ნაწერთან
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
- მუშა ჯგუფის შექმნა
- პროექტის დაგეგმვა
- მრგლოვანი ანბანის შესწავლა
- მრგლოვანით ტექსტების წერა
- ინფორმაციის მოძიება ბოლნისის სიონის შესახებ
- ლიტერატურული ტესტების შედგება
- ვიქტორინა კლასში
საინტერესო მასალა ჩემი მოსწავლეებისათვის
ქართული ენის უძველესი წერილობითი ძეგლები(წარწერები და ხელნაწერები)
სტატიის ავტორი – ნინო ივანიაძე
ქართული ენის წერილობითი ძეგლები უმდიდრეს მასალას გვაწვდიან ქართველთა ყოფის, შემოქმედებითი ცხოვრების, სალიტერატურო ენისა თუ საერთოდ ქართული კულტურის ისტორიის შესასწავლად. ეს ძეგლებია წარწერები, ხელნაწერები, საისტორიო თუ იურიდიული დოკუმენტები.
ჩვენამდე მოღწეული ქართული წარწერებიდან უძველესია ახლად აღმოჩენილი წარწერები ნეკრესში (ყვარლის მუნიციპალიტეტი). მას 2000-2003 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლია აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა. წარწერა წინარექრისტიანული ხანისაა და I-III საუკუნეებით თარიღდება.
ქრონოლოგიურად მომდევნო წარწერაა ე.წ. დავათის სტელაზე შესრულებული ქართული ასომთავრული ანბანი. ეს წარწერიანი ქვაჯვარი 1984 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დავათში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს ღვთისმშობლის ეკლესიაში აღმოაჩინეს. მკვლევართა აზრით, ეკლესია 419 წლამდე უნდა იყოს აშენებული. დავათის სტელა ორი მონაკვეთისგან შედგება. ზედა ნაწილში გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი, რომელთაც ხელში უჭირავთ გრაგნილი. ამ გრაგნილზე (ექვს სტრიქონად განლაგებული) ქართული ასომთავრული ასოებია ამოკაწრული. ფრთებდაშვებული მთავარანგელოზები თითქოს უფლის ნებას აუწყებენ ქვაჯვარის ქვედა მონაკვეთზე გამოსახულ ორ პიროვნებას (ხელისუფალთ). დავათის სტელაზე შესრულებულ ანბანს 367 წლით, მთლიანად ქვაჯვარის გამოსახულებას კი IV საუკუნის II ნახევრით (362-381 წ.წ.) ათარიღებენ.
შემდგომი პერიოდის წარწერა პალესტინაშია, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, სადაც იტალიელთა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ვირჯილიო კორბოს ხელმძღვანელობით 1953 წელს აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები. ბეთლემის მონასტრის სამი წარწერიდან უძველესი 430-იანი წლებით დათარიღდა (მ. თამარაშვილი, ე. მაჭავარიანი).
ბეთლემის ქართული მონასტრის აღმოჩენამდე უძველესად ითვლებოდა ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერები. მათგან ოთხი უძველესი V საუკუნის მიწურულისაა.
უძველესია უკანგორის წარწერებიც. მათ VI საუკუნით ათარიღებენ.
ძალზე მნიშვნელოვანია მცხეთის ჯვრის წარწერები. ი. ჯავახიშვილისა და შანიძის აზრით, ისინი VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება.
რაჭაში, ზნაკვის ჯვარისაში, ნაპოვნია წარწერა, რომელიც ტექსტში მოხსენიებული პირის მიხედვით „საჰაკდუხტის წარწერის“ სახელითაა ცნობილი. ა. შანიძის აზრით, იგი შესაძლებელია დათარიღდეს V საუკუნით (წარწერის აღმომჩენი გ. ბოჭორიძე მას VI საუკუნით ათარიღებს).
ჩვენი ისტორიისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს წყისის (616-619 წ.წ.), კუმურდოს (VII ს.), ატენის სიონის (უძველესი წარწერა 739 წელსაა შესრულებული), იშხნის (954-955 წ.წ.) წარწერებს.
ქართული ენის ძველისძველ წერილობით ძეგლებს წარმოადგენენ ხელნაწერები. მათი რიცხვი 10 000-ს აღემატება. 1000-ზე მეტი ქართული ხელნაწერი V-XII საუკუნეებისაა. ეს ხელნაწერები იყოფა სამ ჯგუფად: ხანმეტად, ჰაემეტად და სანნარევად (ხ, ჰ ან ს-ანია ნახმარი მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირის ნიშნად. ხანმეტი უფრო ადრეულია, შემდგომ მოდის ჰაემეტი და ბოლოს – სანნარევი ტექსტები). V-IX საუკუნეთა ხელნაწერები სასულიერო ლიტერატურაა. X-XII კი – ფილოსოფიური, საისტორიო და მხატვრული.
ხანმეტ ხელნაწერთაგან უნდა დავასახელოთ:
1. ქართულ-ებრაული პალიმფსესტი. ქართული ხელნაწერი V-VI საუკუნეებში უნდა იყოს შედგენილი იერუსალიმში (ებრაული გვიანდელია, XI საუკუნისა).
2. ხანმეტი ლექციონარი VII საუკუნის II ნახევრისა.
3. იერემიას წინასწარმეტყველების ოქსფორდული და კემბრიჯული ნაწყვეტები VI-VII საუკუნეებისა.
4. ესაიას წინასწარმეტყველების ფრაგმენტები VI-VII საუკუნეებისა.
5. იაკობის პროტოევანგელე და სხვა.
მომდევნო საუკუნეთა ძეგლებიდან აღსანიშნავია: სინური მრავალთავი, გადაწერილი იერუსალიმში, საბაწმინდის ლავრაში 864 წელს. იგი მაშინვე შეუწირავთ სინას მთის მონასტრისათვის. ესაა პირველი თარიღიანი ხელნაწერი. ხელნაწერი შესრულებულია ასომთავრულით, მცირე ნაწილი ნუსხურით. მისი შემქმნელია გრიგოლ ხანძთელის მოწაფე მაკარი.
საქართველოში დაცულ ძეგლთა შორის უძველესი თარიღიანი ხელნაწერი ადიშის ოთხთავია (მესტიის რაიონის სოფელ ადიშში 400 წელი ინახებოდა ეს სახარება). ხელნაწერი შესრულებულია 897 წელს. გადამწერია მიქაელი.
დიდი მნიშვნელობის ხელნაწერებია: ოპიზის სახარება (913 წ.), შატბერდის ოთხთავი (936 წ.), ჯრუჭის ოთხთავი (იგი 940 წელს მოუხატავს მხატვარ თევდორეს), პარხლის ოთხთავი (973 წ.) და სხვა.
უდიდესი ღირებულებისაა უძველესი ქართული ისტორიულ-ლიტერატურული თხზულებები: „წამებაი წმიდისა მოწამისა შუშანიკისი“ – ჩვენამდე მოღწეული პირველი ორიგინალური ნაწარმოები, რომელიც 476-482 წლებშია დაწერილი; „ევსტათი მცხეთელის წამება“, „აბო ტფილელის წამება“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, „ნინოს ცხოვრება“ და სხვა.
სტატიის ავტორი – ნინო ივანიაძე
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ლ. გეგუჩაძე – „ქართული ენა“, 1997წ ნაწ. I
2. ინტერნეტ ბმული – http://www.amsi.ge

ინტელის პროექტის მიხედვით:
21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევები
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და
გამომგონებლობა
● მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
● ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
● შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური
და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა
და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
● სხვადასხვა
ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● საერთო
მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის
ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
● ინფორმაციაზე
წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.
მედიაწიგნიერება
● მედიაგზავნილების
შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების
ცოდნა;
● მესიჯების
ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში
ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის და რწმენაზე თუ ქცევაზე
მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;
● ინფორმაციის
ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
● ციფრული
ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება
ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება
ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
● ტექნოლოგიის
გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის
საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების
საფუძვლიანი ცოდნა.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
● განსხვავებულ
როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
● გაურკვეველ
სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
● საკუთარი
სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
● უნარ-ჩვევების
განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს
ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
● ინიციატივის
გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
● დავალებების
განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
● დროის
და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
● უწყვეტი
განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
● ადეკვატურად
და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
● მოსაზრებებისა
და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
● კულტურული
განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა
და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
● მაღალი
სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად
შესრულებისათვის;
● გულმოდგინებისა
და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
● ინტერპერსონალური
და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების
მისაღწევად;
● ჩართული
მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
● ერთიანობისა
და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
● ფართო
საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.
ჩვენი ამოცანები პროექტზე მუშაობის დროს
- მრგლოვანი ანბანით ტექსტის წერა
- ექსკურიის მოწყობა ბოლნისის სიონში
- ქართული წარწერებისათვის ფოტოების გადაღება
- ფოტოზე გადაღებული წარწერების ამოცნობა
- უძველესი ქართული წარწერის მოსწავლისეული ვარიანტის წარდგენა
- სლაიდშოუს გაკეთება
- პრეზენტაცია
საბაზისო უნარ-ჩვევები,რაც უნდა გააჩნდეს მოსწავლეს პროექტის დაწყებამდე
- წიგნზე მუშაობისა და ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარი
- წერილობითი და ზეპირი ფორმით კითხვის, მასალების ინტერპრეტირების და მოსაზრებების გამოხატვის უნარი
- ვორდის პროგრამაში მუშაობის და პუბლიკაციის შექმნის საბაზისო ცოდნა
- · სლაიდშოუს გაკეთების უნარი
საქართველოში სად არის აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერა?
უძველესი ქართული ტაძარი, ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში მდინარე ფოლადაურის ნაპირას მდებარეობს.
ბოლნისის სიონი V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით, მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს.
როგორც ჩრდილოეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს: ”შეწევნითა წმიდისა სამებისაითა ოც წლისა პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისაი და ათოთხმეტ წლისა სემდგომად განეშორა”,- ტაძარი 478-493 წლებშია აშენებული. მშენებლობის ინიციატორი გახლდათ დავით ეპისკოპოსი. ტაძრის არქიტექტურა მკაცრი მონუმენტურობით გვხიბლავს – აქ, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის არქიტექტურაში, უმთავრესი გულისყური შიდა სივრცის გამშვენებაზეა მიმართული და ფასადის მოკაზმვა ნაკლებად მნიშვნელოვანია.
რაზე მეტყველებს ეს წარწერა?
წარწერები შესრულებულია მსხვილი რელიეფური მთავრული (მრგლოვანი) ასოებით. პალეოგრაფიულად დამახასიათებელია ზოგი ასოს თავშეკრულობა, ხოლო ენობრივად - ხანმეტობა.
ქართული ენის წერილობითი ძეგლები უმდიდრეს მასალას გვაწვდიან ქართველთა ყოფის, შემოქმედებითი ცხოვრების, სალიტერატურო ენისა თუ საერთოდ ქართული კულტურის ისტორიის შესასწავლად. ეს ძეგლებია წარწერები, ხელნაწერები, საისტორიო თუ იურიდიული დოკუმენტები.
ტაძრის აშენების ზუსტი თარიღის დადგენა მოხერხდა მის ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერის მეშვეობით. წარწერა გვამცნობს: ”შეწევნითა წმიდისა სამებისაითა ოც წლისა პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისაი და ათოთხმეტ წლისა სემდგომად
კურსის მიზანი -ნინო მარღიშვილი
Monday, October 14, 2013
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დაგეხმარებათ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
კურსის განმავლობაში თქვენ უპასუხებთ კითხვას, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის. კურსის მთავარი კითხვაა: როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად? კურსის განმავლობაში მრავალჯერ მოგეცემათ ამ კითხვაზე დაფიქრებისა და პასუხების მოკვლევის საშუალება, მოსწავლეებთან მუშაობის კონტექსტის გათვალისწინებით.
ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას კომპიუტერის გარეშე ვიღებთ. ამდენად, მოცემული კურსი ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შეფასების პრაქტიკას, კლასში სასწავლო თემების არჩევისას და პროექტების განხორციელებისას. რა მიზნები დავსახეთ თქვენთვის ამ კურსის რაც მეტ მოდულს გაეცნობით, მით უფრო მეტ მასწავლებელთან მოგიწევთ თანამშრომლობა. განიხილავთ იდეებს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, შეიმუშავებთ გაკვეთილებს იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელსაც ასწავლით, ან რომელიც გსურთ, რომ ასწავლოთ მომავალში.
კურსის განმავლობაში გამოიყენებთ მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც თქვენი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ: ვიკი (მინიენციკლოპედია) - თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების განხილვებზე ბლოგი რეფლექსიისთვის - ინდივიდუალური ან ჯგუფური კოლაბორაციული ვებსაიტი იდეების გაზიარებისთვის მონიშვნის/სარჩევის შექმნა სასარგებლო ვებ-გვერდების ჩანიშვნისა და კომენტირებისთვის
ჩვენი მიზანია, შეიმუშაოთ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოიყენებთ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგეხმარებათ
Posted by ნინო მარღიშვილი at 1:52 AM

პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმის
შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ლია ჩხაიძე
|
|
რაიონი
|
გლდანი-ნაძალადევი
|
|
სკოლა
|
სსიპ N32 საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
თბილისი.
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
უძველესი ქართული წარწერა
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები
შეისწავლიან მრგლოვან ანბანს და ექსკურსიის დროს-ბოლნისის სიონის ეკლესიაში
გადაიღებენ და შემდეგ თავად გაშიფრავენ უძველეს ქართულ წარწერას,რომელიც მე-5
საუკუნის მე-2 ნახევრისაა.
|
||
საგანი
|
||
ქართული
|
||
დონე/კლასი
|
||
საბაზო
საფეხური-მე-8 კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
მაგალითად: 2 კვირის მანძილზე
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ქართ.
VIII. 1. მოსწავლეს
შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის
წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ.
VIII. 2. მოსწავლეს
შეუძლია ორატორის გამოსვლის მოსმენა და
მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ.
VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია
ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა
და გამოყენება.
ქართ.
VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით
გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი,
იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
ქართ.
VIII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი
ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ.
VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და
ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის
ტექსტების შესაქმნელად.
ქართ.
VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის
ეფექტური ორგანიზებისათვის.
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეები
გააკეთებენ
პრეზენტაციას კლასის წინაშე.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
|
|
თემატური კითხვები
|
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
|
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)