სლაიდშოუ პროექტის შესახებ

суббота, 16 ноября 2013 г.

ბოლნისის წარწერები თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაეცანით,ბავშვებო!

ბოლნისის სიონის წარწერა — ქართული წერისა და ენის უძველესი ნიმუშთაგანი

ბოლნისის წარწერები, ბოლნისის სიონის სამი წარწერა - ქართული წერისა და ენის უძველესი ნიმუშთაგანი. ერთი წარწერა მოთავსებულია აღმოსავლეთ კედელზე, საკურთხეველი სარკმლის თავზე, გარედან, მედალიონში ჩასმული ბოლნური ჯვრის გარშემო, და ასე იკითხება: „ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაჳყანისმცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამას ეკლესიასა შინა შეხეწიე ი ი“.

უკანასკნელი ასოების (ი ი) მნიშვნელობა „იყავნ იყავნ“ გაარკვია აკად. კ. კეკელიძემ. დავით ეპისკოპოსის მოღვაწეობის შესახებ არსებული ისტორიული ცნობების მიხედვით, აკად. ივ. ჯავახიშვილმა წარწერა V საუკუნის დამლევითა და VI საუკუნის დასაწყისით დაათარიღა. ეს ვარაუდი დააზუსტა 1937 წელს გათხრების დროს აღმოჩენილმა ოთხსტრიქონიანმა წარწერამაც. იგი მოთავსებული ყოფილა ჩრდილოეთით მარცხენა კარის თავზე გადებულ ქვაზე. ქვა ჩამომტყდარა და ტაძრის კედელს მისი თავი და ბოლოღა ჰქონდა შერჩენილი. წარწერის ოთხივე სტრიქონის დასაწყისი და დასასრული, რომლებიც კედელზეა შერჩენილი (განსაკუთრებით დასაწყისი), ამჟამად თითქმის აღარ იკითხება. უკეთაა შენახული წარწერა ჩამომტყდარი ნაწილი. იგი საშუალებას იძლევა მიახლოებით აღვადგინოთ ნაკლული ტექსტი:
"[შეწევნითა წ΄დ] ისა სამებისაჲთა ოც
წლი(სა) პეროზ მეფი[სა ზეობასა დახი]
[დვა საფუფძველი] ამის ეკლესიაჲსაჲ
და ათხუთმეტ წლი[სა შემდგომად]
[განხეშორა ვი]ნ აქა შინა თაჳყანისხცეს
ღ΄ნ შეიწყალენ და ვინ ა[მის ეკლესიაჲსა]
[მაშჱნებელსა დ΄თ ე] პისკოპოსსა ხულოცოს იგიცა ღ΄ნ შეიწყალენ."

წარწერა დაცულია აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, მის ადგილას კი იმიტაციაა ჩასმული.

ტექსტში ნახსენები პეროზის მეფობა ირანში 459-484 წლებზე მოდის, მაშასადამე ბოლნისის ეკლესიის მშენებლობა 479-ს დაწყებულა და დამთავრდებოდა 493-494 წელს, ირანში კავადის მეფობის ხანაში (488-531).

მესამე წარწერა მოთავსებულია ჩრდილოეთით მარჯვენა კარის თავზე და ეხება კარის შებმის ამბავს:
„შეწევნითა ქრისტჱესითა მე ფარნ... და აზარუხტ შეხუაბთ ესე კარი სალოცველად სულთა ჩუენთათჳს“.

აკად. გ. ჩუბინაშვილის აზრით, პირველი სახელი უნდა იყოს "ფარნევან".

წარწერები შესრულებულია მსხვილი რელიეფური მთავრული (მრგლოვანი) ასოებით. პალეოგრაფიულად დამახასიათებელია ზოგი ასოს თავშეკრულობა, ხოლო ენობრივად - ხანმეტობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий