სლაიდშოუ პროექტის შესახებ

суббота, 2 ноября 2013 г.

პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ლია ჩხაიძე
რაიონი
გლდანი-ნაძალადევი
სკოლა
სსიპ N32 საჯარო სკოლა
ქალაქი
თბილისი.
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება

უძველესი ქართული წარწერა
თემის შინაარსი
მოსწავლეები შეისწავლიან მრგლოვან ანბანს და ექსკურსიის დროს-ბოლნისის სიონის ეკლესიაში გადაიღებენ და შემდეგ თავად გაშიფრავენ უძველეს ქართულ წარწერას,რომელიც მე-5 საუკუნის მე-2 ნახევრისაა.

საგანი
ქართული
დონე/კლასი  
საბაზო საფეხური-მე-8 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
მაგალითად: 2 კვირის მანძილზე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 2. მოსწავლეს შეუძლია  ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. 
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება. 
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით. 
ქართ. VIII. 11. მოსწავლეს შეუძლია  წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის. 

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები
  • მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ანბანის  შესახებ;
  • შეისწავლიან მრგლოვან ანბანს და დაწერენ ტექსტს აღნიშნული ანბანით;
  • მოიძიებენ ინფორმაციას ბოლნისის სიონის შესახებ;
  • მოაწყობენ ექსკურსიას ბოლნისის სიონში;
  • გადაიღებენ ბოლნისის სიონის ქართულ წარწერას და გაშიფრავენ;
  • შეადარებენ თავიანთ ამოცნობოლ წარწერას ისტორიულ წყაროს;
გააკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა


  • რა მნიშვნელობა აქვს დამწერლობას ნებისმიერი ხალხის ცხოვრებაში?
  • მწერლობის განვითარება რამდენად განაპირობებს ქვეყნის წინსვლას?
  • მსოფლიოში სულ რამდენი ანბანური დამწერლობაა?
  • რატომ არა აქვს ყველა ერს საკუთარი ანბანი?
  • რაზე მეტყველებს ციხეების,ტაძრების მღვიმეების კედლებზე მიმობნეული უძველესი წარწერები?
  • რას ეყრდნობა ისტორია:ფაქტებსა თუ ვარაუდებს?რატომ?





          თემატური კითხვები
  • რა ვიცით ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ?
  • მსოფლიოში არსებულ ანბანურ დამწერლობათა შორის რა ადგილი უჭირავს ქართულ ანბანს?
  • ბოლნისის სიონის წარწერაზე უძველესი წარწერა თუ მოიპოვება საქართველოში?
  • რომელია ყველაზე უძველესი ქართული წარწერა? სადაა იგი აღმჩენილი?


შინაარსობრივი კითხვები

  • რამდენსახოვანია ქართული ანბანი?
  • რომელია  ქართული ანბანის განვითარების საფეხურები?
  • როგორ ვწერთ დღეს?
  • რას იტყოდნენ ჩვენი წინაპრები,თუ ჩვენს ნაწერს ნახავდნენ?



Комментариев нет:

Отправить комментарий