ბოლნისის სიონის სამი წარწერა - ქართული წერისა და ენის უძველესი ნიმუშთაგანი.
1.ერთი წარწერა მოთავსებულია
აღმოსავლეთ კედელზე, საკურთხეველი სარკმლის თავზე, გარედან, მედალიონში ჩასმული
ბოლნური ჯვრის გარშემო, და ასე იკითხება: „ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ და
ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაჳყანისმცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამას
ეკლესიასა შინა შეხეწიე ი ი“.
2. "[შეწევნითა წ΄დ] ისა
სამებისაჲთა ოც
წლი(სა) პეროზ მეფი[სა ზეობასა
დახი]
[დვა საფუფძველი] ამის
ეკლესიაჲსაჲ
და ათხუთმეტ წლი[სა შემდგომად]
[განხეშორა ვი]ნ აქა შინა
თაჳყანისხცეს
ღ΄ნ შეიწყალენ და ვინ ა[მის
ეკლესიაჲსა]
[მაშჱნებელსა დ΄თ ე] პისკოპოსსა
ხულოცოს იგიცა ღ΄ნ შეიწყალენ."
3.„შეწევნითა ქრისტჱესითა მე
ფარნ... და აზარუხტ შეხუაბთ ესე კარი სალოცველად სულთა ჩუენთათჳს“.
რა სარგებლობა
მოაქვს პროექტებს?
პროექტებით სწავლა მოსწავლისგან
და მასწავლებლისგან დიდ შრომას მოითხოვს. თუმცა მიღებული შედეგი ძალისხმევას
სავსებით ამართლებს. კვლევები ცხადყოფს პროექტების სარგებლიანობას შემდეგ
სფეროებში:
1. მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართული და
დაინტერესებული შინაარსის სწავლით,
ვინაიდან იგი მათ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
2. მოსწავლეებს უფრო ღრმად ესმით ის, რასაც სწავლობენ,
რადგან ისინი რეალურად და გააზრებულად იყენებენ ცნებებს და უნარ-ჩვევებს.
3. თანატოლებთან და თემის წევრებთან ერთად მუშაობისას
მოსწავლეები იძენენ თანამშრომლობის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რაც მათ ზრდასრულ
ასაკში გამოადგებათ
4.მოსწავლეები ივითარებენ საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებს, როგორიცაა დროის მართვა, დაგეგმვა და თვითშეფასება.
4.მოსწავლეები ივითარებენ საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებს, როგორიცაა დროის მართვა, დაგეგმვა და თვითშეფასება.
ისტორიული
მიმოხილვა
ბოლნისის სიონი
ერთ-ერთი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართელოში. განეკუთვნება V საუკუნეს. VIII
საუკუნეში ტაძარზე აღმოსავლეთიდან მცირე სამლოცველო მიაშენეს. დროთა განმავლობაში
დაინგრა ჩრდილოეთის თაღებიანი სტოა-გალერეა. 1634 წელს სპარსელების შემოსევის
შედეგად ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დაზიანება ძირითადად შეეხო კამარებსა და
დასავლეთის კედელს, რომელიც XVII საუკუნეში
როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ბრძანებით აღადგინეს. ამ დროს იქნა გაჭრილი
დასავლეთის კარიც. ამავე საუკუნის ბოლოს გიორგი XI-ის ბრძანებით ბოლნელმა
ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატვინა და ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით სამრეკლოც აღმართა. ამის შესახებ
გვამცნობს სამრეკლოზე განთავსებული წარწერა. ეს შეკეთებები უმთავრესად აგურით იყო შესრულებული.
ბოლნისის სიონის
ძველესი ქართული წარწერა
საქართველოში სად არის აღმოჩენილი
უძველესი
ქართული წარწერა?
უძველესი ქართული ტაძარი,
ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში მდინარე ფოლადაურის ნაპირას
მდებარეობს.
ბოლნისის სიონი V საუკუნეში
აგებული სამნავიანი ბაზილიკაა, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით,
მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს.
როგორც ჩრდილოეთის შესასვლელის
თავზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს: ”შეწევნითა წმიდისა სამებისაითა ოც წლისა
პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისაი და ათოთხმეტ წლისა სემდგომად
განეშორა”,- ტაძარი 478-493 წლებშია აშენებული. მშენებლობის ინიციატორი გახლდათ
დავით ეპისკოპოსი. ტაძრის არქიტექტურა მკაცრი მონუმენტურობით გვხიბლავს – აქ,
როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის არქიტექტურაში, უმთავრესი გულისყური
შიდა სივრცის გამშვენებაზეა მიმართული და ფასადის მოკაზმვა ნაკლებად
მნიშვნელოვანია.
რაზე მეტყველებს ეს
წარწერა?
წარწერები შესრულებულია მსხვილი
რელიეფური მთავრული (მრგლოვანი) ასოებით.
პალეოგრაფიულად დამახასიათებელია ზოგი ასოს თავშეკრულობა, ხოლო ენობრივად - ხანმეტობა.
ქართული
ენის წერილობითი ძეგლები უმდიდრეს მასალას გვაწვდიან ქართველთა ყოფის,
შემოქმედებითი ცხოვრების, სალიტერატურო ენისა თუ საერთოდ ქართული კულტურის
ისტორიის შესასწავლად. ეს ძეგლებია წარწერები, ხელნაწერები, საისტორიო თუ
იურიდიული დოკუმენტები.
ტაძრის
აშენების ზუსტი თარიღის დადგენა მოხერხდა მის ფასადზე არსებული სამშენებლო
წარწერის მეშვეობით. წარწერა გვამცნობს: ”შეწევნითა წმიდისა სამებისაითა ოც წლისა
პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისაი და ათოთხმეტ წლისა სემდგომად
განეშორა”.
Комментариев нет:
Отправить комментарий